 ზოგადი ცნობები, მდებარეობა, ტერიტორია, საზღვრები საქართველოს ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 70000 კვ.კმ-ს შეადგენს, რაც მაგალითისათვის ბელგიის ან შვეიცარიის ტერიტორიას თითქმის ორჯერ აღემატება. ქვეყანას უკავია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილები. დასავლეთით იგი შავ ზღვას ესაზღვრება. საქართველო მთიანი ქვეყანაა. ჩრდილოეთით იგი ეკვრის დიდი კავკასიონის ქედს. ქვეყანა განფენილია ორი ძირითადი კლიმატური ზონის – ზომიერისა და სუბტროპიკულის საზღვარზე. რაც შეეხება მოსაზღვრე ქვეყნებს: ჩრდილოეთით მას რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკები); სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი; სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანის რესპუბლიკა; დასავლეთით – შავი ზღვა. საზღვრის მთლიანი სიგრძე 1900 კმ-ია აქედან ზღვის სანაპირო ზოლი 300 კმ-ს შეადგენს.
საქართველო მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. 1000-მდე მინერალური წყარო მოიპოვება, რომელთაგან ყველაზე პოპულარული “ბორჯომი”-ს მინერალური წყაროებია. ამასთან ქვეყანაში დაფიქსირებულია 400-მდე ყურძნის ჯიში, რის გამოც საქართველო კლასიკური მეღვინეობის ქვეყნად გვევლინება.
თვითონ ქართველები მათ მიერ ამ ტერიტორიაზე (რასაც ისინი მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მიიჩნევენ) დასახლების შესახებ შემდეგ ლეგენდას მოგვითხრობენ: როდესაც ღმერთი მსოფლიოს ხალხებს მიწებს ურიგებდა, ქართველებმა დააგვიანეს, რადგან წვეულება ჰქონდათ და ქეიფობდნენ. დაგვიანებით მისულებს ღმერთმა უსაყვედურა და უთხრა რომ აღარ დარჩა მიწა მათთვის მისაცემად. საყვედურზე პასუხად, ქართველებმა დაგვიანების მიზეზად ის დაასახელეს, რომ ღვთის სადიდებელ სადღეგრძელოს სვამდნენ, რაც ღმერთს მეტად ეამა და მათ თავისათვის გადანახული მიწა უბოძა.
გეორგიანელები საკუთარ თავს ქართველებს, ხოლო ქვეყანას საქართველო-ს უწოდებენ. ს სახელი ლეგენდარული “ქართლოსი”-სგან წარმოსდგება, ბიბლიური ნოეს ძის იაფეტის შვილიშვილისაგან, რომელიც ყოველთა ქართველთა მამად არის მიჩნეული. საქართველოს უცხოური დასახელების “გეორგია”-ს წარმოშობის მიზეზად ხშირად შეცდომით მის მფარველ წმინდანს წმინდა გიორგის ასახელებენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გაცილებით რეალისტური თეორია გახლავთ ის რომ “Gგეორგია” საქართველოს პირველად ძველმა ბერძნებმა უწოდეს, რაც “მიწათმოქმედთა ქვეყანა”-ს ნიშნავს, შემდგომ ამ სახელმა გარკვეული ცვლილებები განიცადა სხვადასხვა ხალხების წიაღში და შესაბამისად მივიღეთ “გურჯი” არაბებთან და სპარსელებთან და საერთოდ მუსლიმებთან და “გრუზინ” რუსებთან/სლავებთან. გარდა ამისა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ანტიკურ მსოფლიოში იბერიის ხოლო ხალხს იბერიელების სახელით იცნობდნენ, რასაც მაგ დროის ბევრი გეოგრაფი შეცდომაში შეჰყავდა, რადგან ბევრს ეგონა რომ ეს სახელი მხოლოდ თანამედროვე ესპანეთში მცხოვრებ ხალხებს შეესაბამებოდა.
ძველი ბერძნული მითი არგონავტების შესახებ ფაქტიურად თანამედროვე საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარე კოლხეთის სამეფოზე მოგვითხრობს, სადაც ლეგენდის მიხედვით დაცული ყოფილა ოქროს საწმისი.
ენა ქართული ენა იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახის ქართველური ენების ჯგუფს განეკუთვნება და იგი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ცოცხალ ენათა შორის ერთ-ერთი უძველესია. ქრისტეს აქეთ მე-5 საუკუნით დათარიღებულ ასირიულ ხელნაწერში “წიგნი ხალხებსა და ქვეყნებზე” დაცულია ცნობა რომ ცნობილ 73 ერს შორის მხოლოდ 14 გააჩნია დამწერლობა და მათ შორის ქართველებიც მოიხსენიებიან (ლათინური, სლავური, არაბული, ინდური, ჩინური, იაპონური, კორეული, ეთიოპური, ბერძნული, ქართული, სომხური, ებრაული, მონღოლური და სირიული). ქართველებს საკუთარი ორიგინალური დამწერლობა გააჩნიათ, სადაც ასოთა რაოდენობა ენაში არსებულ ბგერათა რაოდენობას ზუსტად შეესაბამება; ამიტომ ქართული ორთოგრაფია ერთ-ერთი უადვილესი და მეტად მოსახერხელებელია, რადგან გამოთქმული და ჩაწერილი იდენტურია. ქართული დამწერლობის წარმოშობას მეფე ფარნავაზს მიაწერენ (ქრისტემდე მე-3 საუკუნე).
რელიგია ისტორიული ცნობებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად 337 წელს გამოცხადდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანა-ს ზეობის დროს, თუმცა ქრისტიანული გადმოცემით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, ხოლო შემდგომ კი მოციქულებმა წმინდა სვიმონ კანანელმა, წმინდა მატათემ და წმინდა ბართლომემ იქადაგეს. წყაროები მოგვითხრობენ, რომ მეფე მირიანის მეფობისას კაბადოკიიდან (თანამედროვე ცენტრალური თურქეთი) ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა ქალწული წმინდა ნინო; სწორედ მის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მას კი ქართველთა განმანათლებელი ეწოდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საქართველოში შემოსვლისთანავე წმ. ნინომ ვაზის რტოებისგან ჯვარი გააკეთა და საკუთარი თმებით შეკრა. ეს ჯვარი ამჟამად თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და უდიდეს სიწმინდედ ითვლება, ხოლო წმ. ნინო კი, დაკრძალულია კახეთში ბოდბის დედათა მონასტერში. საქართველო გამორჩეულია თავისი ქრისტიანული საეკლესიო არქიტექტურით, მისი თვითმყოფადობითა და სიძველით. პPირველი ტაძრები მე-5 საუკუნიდან გვხვდება (ბოლნისი, ურბნისი), ხოლო ოქროს ხანა კი, მე-11-13 საუკუნეებზე მოდის. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიური შემწყნარებლობით. ამის ნათელ მაგალითს თუნდაც თბილისში ერთ მოედანზე მდებარე ქართული ეკლესია, მუსლიმანური მეჩეთი, სომხური ეკლესია და ებრაული სინაგოგა წარმოადგენს.
ქართული ხასიათი ამბობენ, რომ ქართველები დედამიწაზე ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, მყარი ოჯახური და პიროვნული ღირსების მატარებელი ტრადიციებით. მათ სჯერათ, რომ სტუმარი ღვთისაა. მეგობრობას ყველაზე მაღალი ადგილი ენიჭება ადამიანურ სათნოებათა შორის. ამის განსაკუთრებული გამომხატველი მე-12 საუკუნის პოეტის შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” გახლავთ, რომელშიც ის პრინციპია გატარებული რომ პიროვნების ღირსებას არა მატერიალური დოვლათის, არამედ მეგობრების რაოდენობა განსაზღვრავს. ქართველები ამაყი, ემოციური და ღრმად ინდივიდუალისტური ხალხია. მათ თანამემამულეების მიმართ ერთობის ღრმად გამჯდარი გრძნობა გააჩნიათ. ქალი უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. ყურადღება მისაქცევია თბილისში არსებული ე.წ. “ქართლის დედა”-ს ქანდაკება რომელსაც მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს მტრისათვის განკუთვნილი, ხოლო მარცხენაში ღვინის ფიალა სტუმრისათვის.
|