ჩვენს შესახებ

სათავგადასავლო-ტურისტული სააგენტო “გეოტრეკ”-ი შეიქმნა 2007 წლის ოქტომბერში. ორგანიზაცია დააფუძნა ორმა ფიზიკურმა პირმა, რომელთაც გააჩნიათ სათავგადასავლო ტურიზმის დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან და აშშ-დან ჩამოსული ტურისტების მომსახურების სფეროში.

ლევან დადიანი – პროფესიით ისტორიკოსი-არქეოლოგი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1994) და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი (თბილისი ეკონომიკისა და სოციალურ პრობლემათა ინსტიტუტი, 1997). პროფესიული გადამზადება გაიარა დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და იაპონიაში. აქვს მუშაობის ათწლიანი გამოცდილება სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში, ძირითადად მთიან რეგიონებში.
ცხოვრობს თბილისში. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.

ვასილ მიქაძე - პროფესიით ხელოვნებათმცოდნე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1999). სათავგადასავლო ტურიზმის დარგში მოღვაწეობს 2000 წლიდან, ისწავლა და პროფესიული გადამზადება გაიარა შვეიცარიაში, გერმანიაში, რუსეთში და უკრაინაში. გააჩნია მუშაობის გამოცდილება არაერთ ტურისტულ სააგენტოში. არის პროექტებისა და პიარ მენეჯერი, ასევე გამოცდილი ექსკურსია მძღოლი (გიდი). ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს

სააგენტო გთავაზობთ დასავლეთ ევროპული სტანდარტის მქონე მომსახურებას, რომელიც მოიცავს ტურისტული მომსახურების სრულ პაკეტს, კერძოდ:

  • სტანდარტული და საოჯახო სასტუმრო;  
  • სამჯერადი კვება;
  • სრული სატრანსპორტო მომსახურება; 
  • გამყოლი/თარჯიმანი/ექსკურსიამძღოლი;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • სამედიცინო დაზღვევა.

ჩვენს მიერ დამუშავებული სათავგადასავლო ტურები ითვალისწინებს ნებისმიერ ასაკობრივ და თემატურ ასპექტებს. ამ მხრივ ჩვენი ტურებით შეიძლება დაინტერესდნენ როგორც ტრეკინგის ახალგაზრდა მოყვარულები ასევე პენსიონერები. რაც შეეხება ტურების მრავალფეროვნებას ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ასორტიმენტში შესაძლებლობა გექნებათ სრულად შეიგრძნოთ საქართველოს ბუნების მომხიბლაობა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობა, ყოფითი და ეთნოგრაფიული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის განუმეორებელი ხიბლი, ქართული სამზარეულო, ფოლკლორი და სუფრის უძველესი წეს-ჩვეულებები.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სანახაობა, საკვები თუ მომსახურება ეფუძნება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებისა და ეკოლოგიური სისუფთავის პრინციპებს.

ტურების მსვლელობისას თქვენ შესაძლებობა გექნებათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ, რაც უკავშირდება ტურის მსვლელობისას წარმოდგენილ ისტორიულ-კულტურულ, ეთნოლოგიურ და ეკოლოგიურ ასპექტებს.

Copyright © 2008 Geotrek Ltd
All Rights Reserved
Site Created by:
www.colibri.ge