საქართველო–სათავგადასავლო, კულტურულ-ეთნოლოგიური და ეკო-ტურიზმისათვის უნიკალურ ადგილს წარმოადგენს. ბუნებრივ სილამაზეთა დიდი მრავალფერო- ვნება, ისტორიულ სიძველეთა სიმრავლე, ადამიანთა გასაოცარი სტუმართმოყვარეობა და შესაბამისი წეს-ჩვეულებები, უმდიდრესი ფოლკლორი და მრავალფეროვანი სამზარეულო-ეს ის ნაზავია, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სრულფასოვან დასვენებას განაპირობებს. ამასთან გაოცებას იწვევს ამ შედარებით მცირე ტერიტორიაზე კლიმატური ზონებისა და ბუნებრივი ლანშაფტების ასეთი მრავალსახეობა.
აქ შეიძლება ერთ დღეს დატკბეთ კავკასიონის ულამაზესი მთიანი მასივებით, შეიგრძნოთ ალპიური ზონის ბუნების ხიბლი, ისრიალოთ სამთო სათხილამურო კურორტზე, მეორე დღეს-აღმოჩნდეთ შავი ზღვის სანაპიროზე-სუბტროპიკულ ზონაში, მესამე დღეს კი შეიგრძნოთ სამხრეთ საქართველოს კონტინენტალური სიმშრალე.
საქართველო ტურისტებისათვის ყოველწლიურად მზარდი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რაც გამოიხატება ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურ მატებასა და საქართველოში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის ხარისხის დღითი დღე გაუმჯობესებაში.


  ზოგადი ცნობები საქართველოს შესახvxcv1ებ
საქართველოს ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 70000 კვ.კმ-ს შეადგენს, რაც მაგალითისათვის ბელგიის ან შვეიცარიის ტერიტორიას თითქმის ორჯერ აღემატება. ქვეყანას უკავია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილები. დასავლეთით იგი შავ ზღვას ესაზღვრება. საქართველო მთიანი ქვეყანაა. ჩრდილოეთით იგი ეკვრის დიდი კავკასიონის ქედს. ქვეყანა განფენილია ორი ძირითადი კლიმატური ზონის – ზომიერისა და სუბტროპიკულის საზღვარზე.
რაც შეეხება მოსაზღვრე ქვეყნებს: ჩრდილოეთით მას რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკები); სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი; სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანის რესპუბლიკა; დასავლეთით – შავი ზღვა. საზღვრის მთლიანი სიგრძე 1900 კმ-ია აქედან ზღვის სანაპირო ზოლი 300 კმ-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაცია >>>

 

 


  Tbilisi-Davit Gareja-Bodbe-Sighnaghi-Alaverdi–Tzinandali-Tbilisi  

  Tbilisi-Stephantsminda-Tbilisi  

  Tbilisi-Gulsunda-Vardzia-Mtskheta-Tbilisi  

  Tbilisi - Racha – Aspindza 8 days  

Copyright © 2008 Geotrek Ltd
All Rights Reserved
Site Created by:
www.colibri.ge